აზერბაიჯანში არის ისრაელის დაზვერვის ცენტრები, რომლებიც არ ემორჩილებიან ოფიციალურ ბაქოს და მათ შეუძლიათ ირანსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის პროვოცირება. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში პოლიტოლოგმა სტეპან დანიელიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს ვიზიტი ირანსა და აზერბაიჯანში მიზნად ისახავდა სიტუაციის კონტროლირებას და კონფლიქტის თავიდან აცილებას.
მან გაიხსენა შოიგუს სიტყვები, რომლის მიხედვითაც რუსეთი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.
ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობდა საფრთხე, რომ აზერბაიჯანს სეეძლო ესარგებლა შექმნილი სიტუაციით და დაეწყო სამხედრო კონფლიქტი სომხეთთან. ამ ვიზიტის მიზანიც იყო განზრახვების შეკავება“, – განაცხადა დანიელიანმა.
მისი რწმენით, თელ-ავივს სჭირდება ფართომასშტაბიანი ომი რეგიონში, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მონაწილეობით.
„აზერბაიჯანის შემთხვევაში ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ნახიჯევანიდან, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თავისი რაკეტები განათავსა, ირანის ტერიტორიაზე რაკეტის გაშვებამ შესაძლოა კონფლიქტში თურქეთისა და რუსეთის ჩართვა გამოიწვიოს. „ისრაელი საკმაოდ კმაყოფილია ისლამურ ქვეყნებს შორის ომის პროვოცირებით, რადგან ეს ღაზაში არსებული სიტუაციიდან ყურადღებას გადაიტანს“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, არც აშშ-ს და არც ირანს არ სურთ მასშტაბური ომი.