სპორტი
ჩემთვის დიდი პატივია სომხეთის დროშის ქვეშ გამოსვლა – ელინა ავანესიანი
მსოფლიოს რეიტინგში 58-ე რაკეტმა ელინა ავანესიანმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის ნაცვლად სომხეთს წარადგენს და ასევე მიიღო სომხეთის მოქალაქეობა. „სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ოფიციალურად მივიღე სომხეთის მოქალაქეობა და ჩემთვის დიდი პატივია ორშაბათს ცინცინატის ღია პირველობაზე ჩემი სომხეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა. აღფრთოვანებული ვარ ჩემი წინაპრების სამშობლოსთვის წარმატების მოტანის შესაძლებლობით“, – წერს ავანესიანი თავის X მიკრობლოგზე.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ქალთა საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაციამ WTA-მ ელინა ავანესიანს სომხეთის დროშა გადასცა.