საზოგადოება

ეშმაკი მართავს მეჯლისს. აზერბაიჯანში, СОР 29-ის წინა დღეს, სახიფათო ნარჩენსაყრელი ფართოვდება

СОР 29 გარემოსდაცვითი სამიტის წინა დღეს, აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეფართოებინა ნაგავსაყრელი, რომელიც აქამდე ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა.

ერთი წლის წინ სოფელ სოიუდლუში სანიაღვრე წყალსაცავის მშენებლობამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, ათეულობით ადამიანი დაშავდა, დააკავეს. ამ დროს მოსახლეობა ოქროს მოპოვების დროს ქიმიური დამუშავების ნაკადებისთვის ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობას გიადაბეის მაღაროში აპროტესტებდა. მანამდე ამ მიზნით აშენებული წყალსაცავი უკვე შევსებული იყო და სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთებზე ახალი ხელოვნური ტბის მშენებლობა დაიწყო. სოფლის მოსახლეობის თქმით, ტბების მშენებლობა, სადაც მჟავე წყლები მოედინება, უარყოფითად აისახება გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. თუმცა, მათი მიმართვები სახელმწიფო ორგანოებს უშედეგოდ დასრულდა. პოლიციამ აქცია დაარბია, ძალის გამოყენებით ქალების მიმართაც კი.

5 აგვისტოს, აზერბაიჯანის საერთაშორისო სამთო კომპანია «Azerbaijan International Mining Company Limited» («AIMC»)-მა Anglo Asian Mining-ის შვილობილმა კომპანიამ, რომელიც აწარმოებს ოქროს, სპილენძსა და ვერცხლს აზერბაიჯანში, მიიღო ნებართვა ამ ქვეყნის მთავრობისგან, გაეფართოებინა წყალსაცავები გიადაბეიში. ამის შესახებ APA-ს განუცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რზა ვეზირმა. მისი თქმით, 5 აგვისტოს აზერბაიჯანის მთავრობის ნებართვა მიიღეს ნარჩენებისთვის განკუთვნილი კაშხლის ამაღლებაზე. რ. ვეზირმა დასძინა, რომ სრული წარმოების განახლება უახლოეს კვირაში იგეგმება.

გაზეთმა აღნიშნა, რომ გასული წლის 14 ივლისს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის გადაწყვეტილებით, კომპანიის საქმიანობა სოიუდლუს ოქროს მაღაროში დროებით შეჩერდა და „Anglo Asian Mining“-ის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი განხორციელდა.

კომპანია „Anglo Asian Mining“ ახორციელებს ოქროს მოპოვებას აზერბაიჯანში 1997 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული პროდუქტის გაზიარების ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანის წილი 51 პროცენტია, ხოლო ბრიტანული კომპანიის წილი 49 პროცენტია.

ნახეთ მეტი
Back to top button