სპორტი
პარიზი-2024. მალხას ამოიანი, ბრინჯაოს მედალოსანი
სომხეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანმა (77 კგ) მალხას ამოიანმა პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობაში ამოიანი უზბეკეთის წარმომადგენელ სომეხ მოჭიდავეს არამ ვარდანიანს დაუპირისპირდა.
ამოიანი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ირანის წარმომადგენელ ამინ კავიანინეჟადთან 3:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი ნაადრევად დაამარცხა ფინელი ჯონი კუნარი სარკკინი. მალხასი ნახევარფინალში იაპონიის წარმომადგენელთან დამარცხდა.