რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, თავშეკავებით უპასუხოს ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს სავარაუდო მკვლელობას, განსაკუთრებით თავი შეიკავოს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებისგან. Reuters-ის წყაროების ცნობით, შესაბამისი მესიჯი ხამენეის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სააგენტოს თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი თეირანში იყო ერთ-ერთი რამდენიმე გზა ირანისთვის „შეკავების აუცილებლობის“ გადასაცემად. არც კრემლმა და არც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხეს სააგენტოს თხოვნას კომენტარისთვის. ჰამასმა გაავრცელა ინფორმაცია მოძრაობის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ. ამ ინფორმაციით, ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სადაც ის ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მოძრაობა ჰანიეს სიკვდილში ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება.
მსგავსი სტატიები
ნახეთ ასევე
Close