სპორტი

არტურ ალექსანიანი: უსამართლობით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჭიდაობაში მაინც დავრჩები

სომხეთის ჭიდაობის ფედერაციამ გაასაჩივრა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 98 კგ არტურ ალექსანიანის ფინალი პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, იუწყება გკს სამინიტროს ვებგვერდი.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში ალექსანიანი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონს, აზიის თამაშების გამარჯვებულს, ირანელ მოჰამადჰადჰი სარავის ეჭიდავა და მეტოქესთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა, მოიგო ვერცხლის მედალი.

ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი არტურ ალექსანიანი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანობა აღდგება.

„აქ ოქროს მედლისთვის მოვედი, მაგრამ ყველამ ნახეთ, რა მოხდა ჩემი ჭიდაობის დროს. ერთ ეპიზოდში ირანელი მოჭიდავე მთლიანად გავიდა ჩვენი ჭიდაობის ფარგლებს გარეთ ორივე ფეხით და მწვრთნელებს ვუთხარი. ამ შემთხვევაში ერთი ქულა უნდა მოეცათ, სამაგიეროდ ირანელ მოჭიდავეს ორი ქულა მისცეს. დარწმუნებული ვარ, ამ ეპიზოდში ერთი ქულა  ჩემი უნდა ყოფილიყო. დაძაბულობა არ ყოფილა, რადგან ეს იყო ჩემი მესამე ფინალი და მეოთხე ოლიმპიადა. უბრალოდ, ასეთ ტურნირებში, თუნდაც ფინალში, უმნიშვნელო დეტალებმაც კი შეიძლება სერიოზული შედეგი გამოიწვიოს“, – ამბობს არტურ ალექსანიანი.

მიუხედავად ამისა, არტურ ალექსანიანი ხაზს უსვამს, რომ სპორტულ კარიერას გააგრძელებს, რომ მსაჯების მიკერძოებული ქმედებ  და უსამართლობა გულდასაწყვეტია. „დიახ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ უსამართლობებით, მაგრამ ჭიდაობაში მაინც დავრჩები. უფრო მეტიც, მიკერძოება მხოლოდ ჩემს შემთხვევაში არ იყო. სლავიკ გალსტიანს სუფთა გამარჯვება ჰქონდა, მსაჯმა გამარჯვება დააფიქსირა და მას შეეძლო ფინალში გასვლა, ვერცხლის მედალი მაინც მიეღო, მაგრამ დღეს სლავიკი მედლის გარეშე დარჩა, რადგან რატომღაც ჭიდაობის შედეგი შეიცვალა. იგივე იყო დღეს არსენ ჰარუთიუნიანის შემთხვევაშიც. ისეთი შეგრძნებაა, რომ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ იყო დაძაბულობა. ვიცი, რომ გაასაჩივრეს  იმედი მაქვს, სამართლიანობა აღდგება“, – განაცხადა ალექსანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button