ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ხელშეკულების პროექტიდან ამოღებული იქნას კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი და ის განხილული იქნეს უფრო მოგვიანებით.
ნიშნავს თუ არა „სამშვიდობო ხელშეკრულებიდან“ ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ პუნქტის ამოღება და მისი განხილვის შემდგომ ეტაპზე გადატანა იმას, რომ ბაქო თანახმაა განიხილოს „დერეფნის“ საკითხი არა თავისი, არამედ ერევნის წარმოდგენით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გზა, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, იურისდიქციაზე, ორმხრივობასა და თანასწორობაზე, რაც ოფიციალურმა ერევანმა აისახა მის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში „მშვიდობის გზაჯვარედინზე“.
ექსპერტთა წრეები თვლიან, რომ აზერბაიჯანის ქცევაში რაღაც შეიცვალა და ამ ქვეყანას ახლა სურს რაც შეიძლება მალე მოაწეროს სამშვიდობო დოკუმენტს ხელი. საერთაშორისო მკვლევარი გრიგორ ბალასანიანი ბაქოს ამ ნაბიჯს კონკრეტული ფაქტორების გამო ადარებს ჭადრაკში არსებულ „მხედრის სვლას“.
„ერთი მხრივ, როგორც შოიგუს ბოლო ვიზიტი ბაქოში, ისე ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარება არ აძლევს აზერბაიჯანს უფლებას მოითხოვოს ზანგეზურის დერეფნის გახსნა და მათ ეს კარგად ესმით ბაქოში. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ დასავლეთის წინაშე თავისი სახე გადაერჩინა და მომავალში სომხეთი ფაქტების წინაშე დადგეს, ბაქომ სხვა ტაქტიკა აირჩია: სამშვიდობო შეთანხმებაში არ ჩავრთოთ საკომუნიკაციო არხების და სხვა საკითხები და ხელი მოვაწეროთ რაიმე სახის დოკუმენტს. ალიევმა და ასევე მისმა სპონსორებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროცესის სწრაფად დასრულებით, მათთვის ხელსაყრელი პირობებით, სასწრაფოდ უნდა მოაწერონ ხელი რაიმე სახის დოკუმენტს, რათა მოგვიანებით გამოაცხადონ, რომ ნახე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებასო“.
ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს, რა იქნება აღნიშნული ხელშეკრულებაში, ფიქრობს საერთაშორისო ექსპერტი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ამირბეკოვის „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ განცხადებაზე დაყრდნობით,სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
„ამ შეთანხმებით, კომუნიკაციების განბლოკვა რჩება სომხეთის მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების ხედვის მნიშვნელოვან ნაწილად, რომელიც აისახება პროგრამაში „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, იურისდიქციაზე, ორმხრივობასა და თანასწორობაზე“.
შეგახსენებთ, რომ ამირბეკოვმა ადრე განაცხადა: „ორმხრივი შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ სამშვიდობო შეთანხმებიდან ამ პუნქტის (კომუნიკაციების ხელახალი გახსნა) ამოღება და დისკუსიის შემდგომ ეტაპზე გადატანა“.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანი უბრალოდ იყენებს ამ თემებს სომხეთის გარშემო ერთგვარი ქსელის მოსაქსოვად. მიზანი ერთია: თუ ოდესმე შეთანხმებას ხელი მოეწერება, ასეთი მიდგომა სომხეთს არ მისცემს უფრო მშვიდობიან და სტაბილურ არსებობის შესაძლებლობას, არამედ შეიძლება შეაფერხოს მისი თავისუფალი და შეუფერხებელი ცხოვრების წესი. ანუ სომხეთი ვერასდროს ვერ დააღწევს თავს დამარცხებული ქვეყნის სტატუსიდან. ამიტომ, როგორც გრიგორ ბალასანიანს მიაჩნია, ამჟამად სომხეთმა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს.
„უარი უნდა უთხრას აზერბაიჯანს რაიმე ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ პუნქტების გარეშე, როგორიცაა საკომუნიკაციო არხების გახსნა, კონსტიტუციის საკითხის მოხსნადა ჩვენთვის სხვა მტკივნეული პუნქტები, რადგან ეს მოგვიანებით ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმებაზე საუბარი სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებიდან კომუნიკაციების განბლოკვის საკითხის ამოღებაზე და მის შემდგომ ეტაპზე განხილვაზე, ეროვნული ასამბლეის ფრაქციის „პატივი მაქვს“ წევრი ტიგრან აბრაჰამიანი წერს:
„თუ ბაქოსთვის ეს პუნქტი არის შესაძლებლობა ჰქონდეს „დერეფანი“, მაშინ სომხეთისთვის ეს არის წლების განმავლობაში ბლოკადის გარღვევის შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გაკეთდეს „დერეფნის“ ფასად ნებისმიერი გარემოებიასას”.
თუმცა, ექსპერტების აზრით, სამშვიდობო შეთანხმებიდან კომუნიკაციების აღდგენის საკითხის ამოღება და დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მისი განხილვის გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს „ზანგეზურის დერეფნის“ არსებობის იდეაზე ისე, როგორც ის მას ითვალისწინებს. ამიტომ, საერთაშორისო ექსპერტი გრიგორ ბალასანიანის აზრით, ახლა არის შესაფერისი დრო ქაღალდზე ჩასაწერად, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს თავის მოთხოვნებზე.
„საერთაშორისო სიტუაციის, ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარების და, რა თქმა უნდა, შოიგუს ბოლო ვიზიტის გათვალისწინებით. ბუნებრივია, ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შოიგუმ მკაფიოდ გააფრთხილა და ალიევმა თავის გამოსვლაში ნათლად თქვა, რომ ბაქო ხედავს სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ურთიერთობაში. რომელი საკითხია მნიშვნელოვანი რუსეთისთვის და შეიძლება გავლენა იქონიოს სტაბილურობაზე? რა თქმა უნდა, „ზანგეზურის დერეფანი“.
ამიტომ, საერთაშორისო ექსპერტის აზრით, სომხეთმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ კონსტიტუციასთან და „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებული საკითხები ხელშეკრულების მიღმა დარჩეს და ამის საფუძველზე მზადაა ხელი მოაწეროს, მაგრამ შემდეგ ამ საკითხის არავითარი განხილვა არ არის საჭირო. სომხეთმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს და მოახერხოს ამის დაფიქსირება შეთანხმებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბალასანიანის თქმით, აზერბაიჯანის თვალსაზრისი არსებითად ხაფანგია.