სომხეთის ჭიდაობის ფედერაციამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე არტურ ალექსანიანის ფინალური მატჩი გაასაჩივრა, იუწყება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
„ველოდებით წერილობით პასუხს, რომელიც დაერთვის სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართვას და გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოებს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვეცდებით აღვადგინოთ სამართლიანობა”, – ამბობს გილოიანი.