6000 დრამი პენსიონერეს უკან დაუბრუნდებათ – ნარეკ მკრტჩიანი
უნაღდო ოპერაციების შემთხვევაში პენსიონერებსა და შემწეობის ბენეფიციარებს 10 პროცენტის ნაცვლად 12 პროცენტი დაუბრუნდებათ. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა.
ასევე იცვლება მაქსიმალური დაბრუნების ოდენობაც, 5000-დან 6000-მდე.
„მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან 2022 წლიდან, ამ პროგრამით უკვე სარგებლობს 240 000 ბენეფიციარი. 1 ივლისიდან დღემდე დაახლოებით 9 მილიარდი დრამის უკან დაბრუნება არის გათვალისწინებული.
მინისტრის თქმით, ივლისის მონაცემებით, პენსიონერებმა და ბენეფიციარებმა დაახლოებით 119 მილიარდი დრამის უნაღდო ოპერაციები განახორციელეს.
მან შეახსენა, რომ ამჟამად სსომხეთში 540 000 პენსიონერი პენსიას საბანკო ბარათით იღებს. პროგრამის დასაწყისში ეს რიცხვი მხოლოდ 300 000 იყო.