პოლიტიკა
„დავსჯით, რაც იქნება დროული და გათვლილი“: ირანის ელჩი სომხეთში ისრაელზე თავდასხმის შესახებ
ჩვენ დავსჯით ისრაელს, რაც იქნება დროული და გათვლილი. ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვსჯიდით ჩვენს მტრებს, მაგრამ გონივრულად და დროულად. ამჯერადაც დავსჯით, რაც იქნება დროული და გათვლილი“, – განაცხადა ირანის ელჩმა სომხეთში.
შეგახსენებთ, ირან-ისრაელის ესკალაციის ახალი ეტაპი თეირანში ჰამასის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ირანი ისრაელს მკვლელობაში ადანაშაულებს და შურისძიებას ჰპირდება. ახლა კი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდება, რა პასუხს გასცემს ირანი ისრაელს.