ისრაელმა თავის ჯარისკაცებს აზერბაიჯანისა და საქართველოს დატოვება უბრძანა
ისრაელის არმიამ ირანის თავდასხმის საფრთხის გამო თავის სამხედროებს აზერბაიჯანსა და საქართველოში დარჩენა აუკრძალა. ამის შესახებ წერს ARMENPRESS-ი და იმოწმებს სააგენტო TASS-ს.
არმიის ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი ისრაელელები, რომლებიც რატომღაც იმყოფებიან ამ ორ რესპუბლიკაში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ ისრაელში. TASS -ი წერს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან ახლოს არიან ირანთან, მათ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ირანელები და აზერბაიჯანს საერთო საზღვარი აქვს ისლამურ რესპუბლიკასთან.
უახლოეს აღმოსავლეთში მდგომარეობა მეტად დაიძაბა 31 ივლისს თეირანში რადიკალური მოძრაობა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის და ჰეზბოლას სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მეთაურის, ფუად შუკრის მკვლელობის შემდეგ, ბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად.
ირანმა და ჰამასმა ჰანიეს მკვლელობაში დაადანაშაულეს ისრაელი და განაცხადეს, რომ ისრაელი ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარს არ აკეთებს, შუკრის მკვლელობა კი გოლანის სიმაღლეებზე სოფელ მაჯდალ შამსის დაბომბვის პასუხად მიიჩნიეს, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ჰეზბოლამ უარყო რაიმე მონაწილეობა ინციდენტში.