გაზეთ Vatican Avvenire-მა გამოაქვეყნა ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორის ალდო ფერარის სტატია აზერბაიჯანის პოლიტიკის შესახებ მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. „ARMENPRESS“-ის ცნობით, სტატიაში სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი, ასე შლის აზერბაიჯანი სომხურ კულტურას“, იტალიელი პროფესორი „Caucasus Heritage Watch“-ის კვლევითი პროექტის მიერ წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს, რომ მთიანი ყარაბაღის დაცემის შემდეგ 2023 წლის სექტემბერში 50-ზე მეტი კულტურული სომხური ადგილი განადგურდა ან დაზიანდა.
„სომხებსა და აზერბაიჯანელებს აქვთ ძალიან კონფლიქტური ურთიერთობები, დაწყებული სასტიკი კონფლიქტიდან, რომელიც 1905 წელს დაიწყო რუსეთის პირველი რევოლუციის დროს. 1918-1920 წლებში რუსეთის იმპერიის დაშლას მოჰყვა სხვა ძალადობრივი კონფლიქტები. საბჭოთა არჩევანმა სადავო რეგიონები – ნახჭევანი და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს მიენიჭა, ამ ორ ქვეყანას შორის მტრობა გაამძაფრა. 1988 წელს მთიანი ყარაბაღის სომხების მოთხოვნამ შეერთებოდნენ სომხეთს დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია და აზერბაიჯანის ქალაქებში სუმგაითსა და ბაქოში დიდ ხოცა-ჟლეტაში გადაიარდა. 1992-1994 წლების ომმა წარმოშვა არცახის (რეგიონის უძველესი სომხური სახელწოდება) სომხური რესპუბლიკა, რომელიც არ იყო აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც ასევე მოიცავდა ადრე აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიებს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ალდო ფერარიმ დასძინა, რომ სამი ათწლეულის დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, სანამ აზერბაიჯანმა არ დაიბრუნა სრული კონტროლი რეგიონზე, ჯერ 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში გამარჯვებული ომით და შემდეგ 2023 წლის სექტემბერში ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი სამხედრო ინტერვენციით.
„საერთაშორისო საზოგადოების თითქმის სრული გულგრილობის გამო, მთიანი ყარაბაღის მთელი სომეხი მოსახლეობა იძულებული გახდა გაქცეულიყო, სამუდამოდ დაეტოვებინა სახლები, ეკლესიები და საფლავები, თავი შეეფარებინა სომხეთის რესპუბლიკას. აზერბაიჯანის პოლიტიკური და სამხედრო გამარჯვება ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ ბაქოს ხელისუფლება კონფლიქტს ახლა სხვა საშუალებებით აგრძელებს, კერძოდ, აწარმოებს სომხური კულტურული მემკვიდრეობის გაძარცვის პოლიტიკას, რომლის ტრაგიკული მაგალითია ნახიჩევანი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანისთვის მინიჭებულ ამ ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანელებმა განახორციელეს ნამდვილი კულტურული გენოციდი, გაანადგურეს მთელი სომხური კულტურული მემკვიდრეობა. საუბარია 90-მდე ეკლესიისა და 10 000-მდე ხაჩქარის, სომხური სულიერი ხელოვნებისთვის დამახასიათებელ ქვის ჯვრების განადგურებაზე. სომხების კულტურული მემკვიდრეობის აღმოფხვრამ წაშალა მათი ათასწლიანი ყოფნის მეხსიერება ამ მხარეში.
ახლა, როცა მთიანი ყარაბაღი აღარ არსებობს, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ათასობით სომხურ ძეგლსაც ეს ბედი ეწევა? ამ მხრივ ყველაზე სანდო წყაროა აშშ-ს კორნელისა და პერდუს უნივერსიტეტების არქეოლოგების მიერ შექმნილი კვლევითი პროექტი „Caucasus Heritage Watch“. აეროფოტოგრაფიის დახმარებით ისინი ადასტურებენ, რომ 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის დაცემის შემდეგ დაფიქსირებული 452 ადგილიდან 57 უკვე განადგურებულია, დაზიანებულია ან საფრთხე ემუქრება. მიუხედავად ამ განადგურების სერიოზულობისა, არ არის გარკვეული, რომ აზერბაიჯანი აპირებს თუ არა იმის გამეორებას მთიან ყარაბაღში რაც ნახჩევანში გააკეთა – გაანადგუროს ისტორიულ-რელიგიური ძეგლები მთლიანად.
ფაქტობრივად, არ არის გამორიცხული, რომ მას სურდეს მათი შენარჩუნება, ნაწილობრივ მაინც, სავარაუდო „ალბანურ“ წარმომავლობაზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აზერბაიჯანელები რეალურად მუსლიმები და თურქულენოვანი არიან, მათი ისტორიულ-კულტურული დისკურსი ასევე დაკავშირებულია კავკასიის ძველ ალბანურ სამეფოსთან, რომელიც დასახლებული იყო კავკასიურენოვანი მოსახლეობით, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა IV საუკუნეში. ეს კავკასიის ალბანეთია, არ აგერიოთ ბალკანეთის ალბანეთში.
იგი ნაწილობრივ ემთხვეოდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიას, თუმცა თავიდან მხოლოდ მდინარე მტკვარის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიებით შემოიფარგლებოდა. 387 წელს, სომხეთის სამეფოს პირველი გაყოფის შემდეგ სასანიდურ ირანსა და რომის იმპერიას შორის, მისი ორი ყველაზე აღმოსავლეთი პროვინცია, არცახი და უტიკი, კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შევიდა. განსაკუთრებით IV საუკუნის დასაწყისში მომხდარი გაქრისტიანების შემდეგ, სომხეთსა და ალბანეთს შორის კავშირები ძალიან ღრმა იყო, როგორც ისტორიულ, ისე კულტურულ სფეროში. კორიუნის (442-48) და სხვა სომხური წყაროების მიხედვით, V საუკუნის დასაწყისში ბერმა მესროპ მაშტოცმა (362-440) შექმნა არა მარტო სომხური ანბანი, არამედ ალბანური ანბანიც. თავად ქრისტიანული ალბანეთის ისტორია ჩვენთვის ცნობილია ძირითადად სომხური წყაროებიდან და განსაკუთრებით მე-10 საუკუნის ბოლოს მოვსეს კაღანკატვაცის მიერ შედგენილი ალბანეთის ისტორიის წყალობით. თუმცა, სომხეთისა და მეზობელი საქართველოსგან განსხვავებით, კავკასიური ალბანეთი VIII საუკუნის ბოლომდე ძირითადად არაბების მიერ იყო ისლამიზებული. მოგვიანებით ამ ტერიტორიის მუსლიმური კომპონენტი გახდა თურქული, ხოლო ქრისტიანული კომპონენტი უპირატესად სომხური გახდა. აზერბაიჯანის უდიების მცირე თემიც კი დღემდე ინარჩუნებს პირდაპირ კავშირს ძველ ალბანურ ენასთან. დარჩენილი ქრისტიანი ალბანელების უმეტესობა მე-8 საუკუნიდან სომხური საეკლესიო თემის ნაწილი იყო. არცახის განძასარის საეპისკოპოსო კათედრა, რომელსაც XIII საუკუნიდან ეწოდა ყარაბაღი, XIX საუკუნემდე ინარჩუნებდა სახელწოდებას „ალბანელთა საკათალიკოსო“, თუმცა მას სომეხი დიდებულების ჰასან-ჯალალიანების ოჯახი განაგებდა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, თურქი მომთაბარეების ყოფნის გაძლიერების მიუხედავად, სომხური თავადაზნაურობა ეგრეთ წოდებული მელიქები არსებობდნე ყარაბაღში, მანამ სანამ იგი XIX საუკუნის დასაწყისში რუსებმა არ დაიპყრეს. საქართველოსა და სომხეთთან შედარებით, რომლებსაც ახასიათებთ ისტორიული და კულტურული იდენტობის ძლიერი უწყვეტობა, აზერბაიჯანი რეალურად უფრო ახალი პოლიტიკური ერთეულია. მისი დასახელებაც კი ახალია. აზერბაიჯანი 1917 წლამდე ეწოდებოდა მხოლოდ ირანის ჩრდილოეთით, არაქსის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას. უკვე საბჭოთა წლებში ბაქოში ხორციელდებოდა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების მცდელობა, რომლის ფარგლებში, თურქული კულტურული სამყაროს კუთვნილების გარდა, კავკასიის ალბანეთთან ურთიერთობის მნიშვნელობასაც ამტკიცებდა. ეს თეორია განვითარდა აზერბაიჯანული ისტორიოგრაფიის აღიარებული მამის, ზია ბუნიატოვის (1923-1997) მრავალ პუბლიკაციაში. „აზერბაიჯანის ისტორიული კავშირი ძველ ალბანეთთან რეალურად არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც, თუმცა, გამოიყენება უაღრესად ნაციონალისტურად, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი, რაც ქრისტიანულია მის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის მრავალი სომხური ძეგლი, მთლიანად ალბანური მემკვიდრეობაა“, – წერს სტატიის ავტორი. მისი თქმით, ეს ინტერპრეტაცია ეფუძნება ისტორიული და კულტურული მონაცემების რადიკალურ დამახინჯებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანული თეორიები კავკასიის ალბანეთის შესახებ არსებითად გამოირიცხა ყოველგვარი სამეცნიერო ვალიდობიდან.„ფაქტობრივად, აზერბაიჯანელი „მეცნიერების“ ჰიპოთეზის მიხედვით, სომხები ყარაბაღში მხოლოდ რუსების მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩავიდნენ. ამ თეზისს, ცხადია, დაუსაბუთებლად, აზერბაიჯანი იცავს ისტორიული რეალობის სისტემატური გაყალბებით, რომელიც, სამწუხაროდ, ფართო ინტერვენციებისა და დაფინანსების წყალობით, საზღვარგარეთაც ხდება აღიარებული. ეს დამახასიათებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც მუდმივად იკავებს ბოლო ადგილს პოლიტიკური და კულტურული თავისუფლების გლობალურ რეიტინგში, მაგრამ ოსტატურად იყენებს თავის ენერგეტიკულ სიმდიდრეს მიზნების მისაღწევად, რომლებიც სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა. „ნამდვილად შეუძლებელია აზერბაიჯანის ისტორიასთან, კულტურასთან და პოლიტიკასთან გამკლავება ამ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინების გარეშე, განსაკუთრებით სომხეთთან ურთიერთობის საკითხში“, – აღნიშნავს მიმომხილველი.
მისი თქმით, კავკასიის ალბანეთის აზერბაიჯანული აღმშენებლობის მიღება კრიტიკის გარეშე ნიშნავს სომხების წინააღმდეგ ახალ კულტურულ გენოციდში მონაწილეობას, რომლებიც არა მხოლოდ დახოცეს და გააძევეს თავიანთი საგვარეულო ტერიტორიებიდან ჯერ ოსმალეთის იმპერიიდან და ახლა აზერბაიჯანიდან, არამედ ჩამოერთვათ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილიც.
„ქრისტიანული ცივილიზაციის ძეგლები, რომლებიც ოდესღაც კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე ვრცელდებოდა, კვლავ განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება. თუ გზა აღმოსავლეთ თურქეთისკენ არის მტკივნეული მარშრუტი, რომელიც გადის საუკუნის წინ სასტიკად განადგურებული ხალხის მეხსიერებაში, რომლის ძეგლები ჯერ კიდევ ნაწილობრივ მოწმობს მის სიდიადეს, აზერბაიჯანი ახლა უფრო სისტემატურად მოქმედებს და ანადგურებს სომხების ყოფნის ყველა კვალს. ამის დამადასტურებელი მაგალითი უკვე გვაქვს ნახჭევაში, ახლა კი ეს ყველაფერი ხდება მთიან ყარაბაღში. ბაქოს ხელისუფლების „ალბანური“ პროექტია კავკასიის ალბანეთის შექმნა, რომელიც სრულიად მოკლებული იქნება სომხეთთან ურთიერთობას. ალბანეთი ეკლესიების გარეშე სომხური წარწერებით (რომლებიც უნდა წაიშალოს), ჯვრების გარეშე (რომელიც უნდა განადგურდეს, რადგან სომხურობა ძალიან აშკარაა), შუა საუკუნეების სასაფლაოების გარეშე (საფლავის ქვები მოწმობს ძველ სომხურ ყოფნაზე) და ა.შ. ეს არის ნამდვილად დესტრუქციული და საზიზღარი პროექტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭიროთ მხარი. უფრო მეტიც, ფანტასტიკა ამ დეარაბიზებული ალბანეთის შესახებ არ არის იზოლირებული ფაქტი ბაქოს საჯარო დისკურსში, რომელიც ფაქტობრივად ხშირად მოიხსენიებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას, როგორც “დასავლეთ აზერბაიჯანს”, ეჭვქვეშ აყენებს თუნდაც ამის არსებობას.
როგორც ვხედავთ, კულტურულ ასპარეზზე კავკასიური ალბანეთის აჩრდილს აქვს გროტესკული შედეგები მისი სრული შეუთავსებლობის გამო, მაშინ პოლიტიკურ ასპარეზზე უკიდურესად სახიფათო შედეგების მომსწრენი ვართ, რომლებიც არ უნდა მიიჩქმალოს და ნებისმიერ შემთხვევაში ღრმად უნდა მიექცეს ყურადღება, ამას გვავალდებულებს ისტორიული რეალობის პატივისცემა და სომეხი ხალხის ტრაგიკული ბედი, ასკვნის ალდო ფერარი.