მიმდინარე წლის ივნისში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მაისთან შედარებით შემცირდა
2024 წლის პირველ ნახევარში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა და 18 მლრდ 407,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტი იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის 2024 წლის 16 ივლისს მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის ივნისში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მლრდ 27.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 6.7 პროცენტით ნაკლებია, მაგრამ 2023 წლის ივნისის მონაცემებზე 34.6 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სომხეთიდან ექსპორტის მოცულობა 2.,3-ჯერ გაიზარდა და 7 მლრდ 927,6 მილიონ დოლარს მიაღწია. ივნისში მან 856,4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს 10,9 პროცენტით ნაკლებია მაისის მოცულობაზე, მაგრამ 59,9 პროცენტით მეტი გასული წლის ივნისთან შედარებით.2024 წლის პირველ ნახევარში იმპორტი 86,5 პროცენტით გაიზარდა და 10 მლრდ 479,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ივნისის მაჩვენებელი 1 მლრდ 171,3 მილიონი დოლარია, რაც მაისის მაჩვენებელზე 3,5 პროცენტით ჩამორჩება. 2023 წლის ივნისთან შედარებით 20,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.