პოლიტიკა

მოსალოდნელია პუტინის ვიზიტი ბაქოში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ბაქოს 19 აგვისტოს ესტუმროს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტისთვის მზადება ამჟამად მიმდინარეობს. ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვაც რუსეთის ლიდერს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეუძლია, იქნება აზერბაიჯანისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება. წყაროების ცნობით, მოსკოვი და ბაქო ამ საკითხს რამდენიმე თვეა განიხილავენ, გარიგების გარანტი კი თურქეთია. ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი სწავლობს აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირისთვის მისი ტერიტორიით მიწოდების შესაძლებლობას, მიმდინარე წლის ბოლოს გაზპრომთან სატრანზიტო შეთანხმების დასრულების შემდეგ.  ცნობას FACTOR.AM აქვეყნებს.

ნახეთ მეტი
Back to top button