პარიზის ოლიმპიური თამაშების ძალოსნობაში ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სომხეთის ნაკრების წევრს, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს ვარაზდატ ლალაიანს წარმატებებს უსურვებს.
„მიხარია, რომ ლალაიანს ჩემთან ასპარეზობა პატივად მიაჩნია. ვარაზდატს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. შემდეგ თამაშებზე, როცა კარიერას დავასრულებ, მხოლოდ ოქროს მედალს ვუსურვებ. კარგი ბრძოლა იყო. ლალაიანი და მინასიანი კი ცნობილი სპორტსმენები და კარგი ადამიანები არიან“, – განაცხადა ტალახაძემ სომეხ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობას ARMENPREESS-ი აცრცელებს.