პოლიტიკა

სომხეთ -ევროკავშირის მოლაპარაკებებ  არანაირად არ არის დაკავშირებული  წევრობის კანდიდატობასთან  –    სტანო: “თავისუფლება”

სომხეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებებს არანაირი კავშირი არ აქვს წევრობის კანდიდატობასთან. ამის შესახებ „თავისუფლებასთან“   ინტერვიუში   განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სპიკერმა პიტერ სტანომ.

„ჩვენ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ პარტნიორობის დღის წესრიგზე, რათა დავინახოთ, რამდენად შორს  სურთ ჩვენს პარტნიორებს წასვლა, რამდენად შორს წასვლისთვის არიან მზად, რამდენად  ვართ ჩვენ მზად და გავაერთიანოთ ჩვენი მიზნები“, – აღნიშნა მან.

„თავისუფლება“   – ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ. შეგიძლიათ განმარტოთ, არის თუ არა ეს ახალი შეთანხმების პროექტი და არის თუ არა წინგადადგმული ნაბიჯი წევრობის კანდიდატისკენ? ჩაანაცვლებს თუ არა ის CEPA-ს (სომხეთი-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება) თუ იქნება მხოლოდ მისი დამატებითი ნაწილი?

პიტერ სტანო – ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის დღის წესრიგი რეალურად არის განახლება, რომელიც სომხეთთან თებერვალში იყო შეთანხმებული. მაშინ ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიქნებოდით უფრო ამბიციურები და განვაახლებდით არსებულ შეთანხმებას. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის დღის წესრიგზე და ეს არის ზუსტად ის განახლება, რომელიც გააფართოვებს ევროკავშირ-სომხეთის თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, რადგან პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარების ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპია პარტნიორის ამბიციებზე რეაგირება.  თუ ჩვენ დავინახავთ, რომ  სომხეთის შემთხვევაში, არის მზადყოფნა, სურს  მეტი გააკეთოს უფრო მეტ სფეროში, ვითანამშრომლოთ უფრო ღრმად და ინტენსიურად  –   ჩვენ ამას ვპასუხობთ.

ნახეთ მეტი
Back to top button