საერთაშორისო

2024 წელს ტურიზმის შემოსავლები $200 მლნ-ით გაიზრდება – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს bm.ge აქვეყნებს.

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა.

2024 წელს ტურიზმის შესავლები Galt&Taggart-ის პროგნოზით 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს).

ცნობისთვის, II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ 91 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 24%-ია.

შეგახსენებთ, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მეტი – 171.2 მილიონი დოლარი რუსეთიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button