აზერბაიჯანის მოკავშირე მოუწოდებს მუსულმანურ სამყაროს, არ მიჰყიდონ ნავთობი ისრაელს
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგგარეშე სესიაზე ჯედაში, პაკისტანის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ იცჰაკ დარმა მოუწოდა ისრაელის წინააღმდეგ ნავთობისა და სავაჭრო ემბარგოს დაწესება ჰამასის ლიდერის მკვლელობისა და ღაზაში ვითარების გამო, წერს Irantoday.
მან გამოთქვა პაკისტანის სოლიდარობა ირანთან და პალესტინასთან და მხარი დაუჭირა თეირანის მოწოდებას ბოიკოტის შესახებ ისრაელთან დაკავშირებით.
„დადგა სიონისტების პასუხისგებაში მიცემის დრო და მუსულმანურმა სამყარომ უნდა გადალახოს განცხადებები და დაგმობა. თუ ისრაელი არ დათანხმდება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ თელ-ავივის ნავთობის ვაჭრობის ბოიკოტს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ისჰაკ დარმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული აგრესია ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის დაბომბვები, გენოციდია. მან დაგმო ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ „შიმშილის იარაღად“ გამოყენებისთვის.