ეკონომიკა

შეიქმნება 300-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ეკონომიკის მინისტრმა ლითონსადნობი ქარხანა დაათვალიერა

9 აგვისტოს მინისტრმა გევორგ პაპოიანმა არარატის რეგიონში მშენებარე ლითონსადნობი ქარხანა მოინახულა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ნარეკ ტერიანი, არარატის მაზრის გუბერნატორი სედრაკ თევონიანი და არარატის გაფართოებული თემის ხელმძღვანელი ასლან ავეტისიანი.

ლითონის დამუშავების წარმოებას სომხურ-ამერიკული კომპანია შპს „GTB Steel“ დაიწყებს. ქარხანა სპეციალიზირებული იქნება შავი ლითონების, მათ შორის არმატურის, ფოლადის კუთხეების, მილების წარმოებაში. ეს უახლესი დაწესებულება წარმოადგენს მთავარ ინვესტიციას სომხეთის სამრეწველო ინფრასტრუქტურაში და მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკაში. პირველ ეტაპზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება (მეორე ფაზაში კიდევ 40 მილიონი დოლარი), შეიქმნება 300-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

მინისტრმა GTB Holdings-ის დირექტორის ტირან ჰაკობიანისა და ინვესტორ ბობი კანგის თანხლებით ქარხანა დაათვალიერა, გაეცნო წარმოების შესაძლებლობებს და მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის ფოლადის პროდუქციის წარმოებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button