„ძლიერ საქართველოს“ ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ოფიციალურად შეუერთდა
Netgazeti.ge წერს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას „ძლიერ საქართველოს“, რომელშიც შედიან „ლელო“, „ანა დოლიძე ხალხისთვის” და „თავისუფლების“ მოედანი, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ შეუერთდა.
„ჩვენი მტერი ძალიან დავამწუხრეთ, მოყვარე კი ძალიან გავახარეთ გაერთიანებით“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
„შეხვხვდით ცოტა ხნის წინ და ვუთხარით ერთმანეთს, რომ ახლა არა ბოდიშების, შერიგების დროა“, – განაცხადა მანვე მამუკა ხაზარაძესთან, „ლელოს“ ლიდერთან, წარსული დაპირისპირების შესახებ.
„რატომ ვდგებით ახლა ერთად? [..] ვხედავთ, რომ ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ, ქვეყანას გვიყიდიან, ვხედავთ, რომ ქვეყანა განსაცდელშია. ვინც ქვეყანას თავზე მოაჯდა და ლაჯებში ამოიდო… გაუტკბათ ძარცვა, გაუტკბათ ძალაუფლება… იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ. [..] როდის გვერეოდა მტერი? როცა ჩვენი მაშინდელი ლიდერები ვერ ერეოდა საკუთარ თავში წყენას, ისევ ქართველისადმი შურს და ბოღმას. იმის ნაცვლად, საჭირო დროს ერთ მუშტად შეკრულიყვნენ, ერჩივნათ, მტერს შეკვროდნენ და თავისი წყენა ამოეღოთ“, – თქვა „მოქალაქეების“ ლიდერმა და დაამატა: „დროა, ერთ მუშტად შევიკრათ და ვაჩვენოთ, ვისია საქართველო“.