ეკონომიკა

„მსოფლიოში ასეთი სულ 20 ქვეყანაა და მათ შორის არის საქართველოც“ – რა იზიდავს ჩინეთს საქართველოში?

bpn.ge წერს, რომ „მსოფლიოში ასეთი სულ 20 ქვეყანაა და მათ შორის არის საქართველოც“ – ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა გამყრელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლიც ჩინეთისთვის ტურისტული ინტერესისა და დანიშნულების ქვეყნებია“.

„საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლიც ჩინეთისთვის ტურისტული ინტერესისა და დანიშნულების ქვეყნებია. მსოფლიოში სულ 20 ასეთი ქვეყანაა, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი და ა.შ.“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

მისი თქმით, დაბალი ფენის ჩინელები, რომლებიც ძირითადად ამჟამად შემოდიან საქართველოში, როგორც წესი, ფულს არ ხარჯავენ.

მამუკა გამყრელიძე თვლის, რომ საქართველომ თავად უნდა მოახერხოს თავისი ტურისტული ღირებულებების გადახალისება, რათა მდიდარი ტურისტები ჩამოვიდნენ, რომლებსაც საქართველოში თითქმის ყველა მიმართულება აინტერესებთ, მითუმეტეს უვიზო პირდაპირი ფრენების შემდეგ.

ის რომ, ჩვენ ჩინელებისთვის ტურისტული დანიშნულების ქვეყანა ვართ, ძალიან ბევრს ნიშნავს. სახალხო კომუნისტური პარტია, რომლის სიტყვასაც მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აძლევს საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციას, ჩამოვიდნენ საქართველოში – ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ გვაქვს რაღაც ღირებულებები, რადგან მათი ინტერესის სფეროში მოვხვდით. ამის არ გამოყენება და იმის თქმა, რომ მათ რაღაც არ აინტერესებთ, შეცდომაა. შენ უნდა დააინტერესო. ასეთი მიდგომა იყო წინა მთავრობის დროსაც და ამან არ გაამართლა. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ჩინელი ტურისტების მოთხოვნები და სპეციფიკა და შევუქმნათ გარემო, სადაც დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებით ჩამოვლენ“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button