პოლიტიკა

ОДКБ-ს   სამხედრო წვრთნები „კობალტი-2024“  დაიწყო  – სომხეთი არ მონაწილეობს

რუსეთის ფედერაციის ნოვოსიბირსკის ოლქში რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობით ОДКБ-ს   „კობალტ-2024“ წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. ОДКБ-ს  ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გზავნილის მიხედვით, სამდღიან წვრთნებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სპეციალური დანაყოფები, ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები, შინაგანი ჯარები (ეროვნული გვარდია), სპეციალური და ნარკოტიკების საწინააღმდეგო სამსახურები, ასევე სასწრაფო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. სომხეთი ამ წვრთნებში არ მონაწილეობს.

„დღეს მსოფლიოში და ჩვენი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის არეალში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება შეიძლება დახასიათდეს თითქმის ორი სიტყვით: დაძაბული და რთული. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ნებისმიერ დროს და მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ОДКБ-ს გენერალური მდივნის მოადგილემ  ვალერი სემერიკოვმა.

 წვრთნებისას მონაწილეები დაეუფლებიან ძალებისა და რესურსების მოქმედების ახალი ფორმები და მეთოდები, გაეცნობიან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშები, უპილოტო საფრენი აპარატების და სადაზვერვო საშუალებების გამოყენების ტაქტიკური ხრიკები.

ნახეთ მეტი
Back to top button