ეკონომიკა
გაიზარდა ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი სომხეთიდან
14 აგვისტოს მდგომარეობით სომხეთიდან ექსპორტირებულია 88 200 ტონა ახალი ხილი და ბოსტნეული, რაც 7 200-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულზე.
მათ შორის 33,3 ათასი ტონა გარგარი, 12 ათასი ტონა ვაშლი, 2,5 ათასი ტონა ატამი, 2,3 ათასი ტონა ალუბალი, 1,7 ათასი ტონა ქლიავი, 10,0 ათასი ტონა პომიდორი, 6,3 ათასი ტონა წიწაკა, 5,3 ათასი ტონა კარტოფილი და სხვა. აქედან 85,7 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის, დანარჩენი კი საქართველოში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ლატვიაში, პოლონეთში, უზბეკეთში, ყატარში, გერმანიაში და თურქმენეთი.