კულტურა
სომხეთის ისტორიის მუზეუმში ხელახლა გაიხსნა მუდმივი გამოფენა სახელწოდებით „სომხეთი ძველ რუკებში“
სომხეთის ისტორიის მუზეუმში ხელახლა გაიხსნა მუდმივი გამოფენა სახელწოდებით „სომხეთი უძველეს რუკებში“, რომელისაც დაემატა ციფრული შინაარსი. როგორც „ARMENPRESS“-ის კორესპონდენტთამ საუნარში სომხეთის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა დავით პოღოსიანმა აღნიშნა, რომ გამოფენის გახსნა შესაძლებელი გახდა კარტოგრაფ რუბენ გალჩიანის თანამშრომლობით. არსებულ მასალებს დაემატა ციფრული ვერსიებიც. მუზეუმის დირექტორის თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას მისცემს ადამიანებს უკეთ გაიგონ რუკები და მიიღონ ღრმა ცოდნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ისტორიული რუკები, რომლებშიც სომხეთია ნახსენები. ასევე წარმოდგენილია 15 რუკის ციფრული ასლი, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა დროსა და ადგილას. მათგან უძველესია ბაბილონური თიხის ფილა (ძვ. წ. VI ს.).