სომხეთი შეუერთდება რუსულ ღონისძიებას „კინოს ღამე“
BRICS-ისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამშრომლობის 14 ქვეყანა, მათ შორის სომხეთი შეუერთდება 24 აგვისტოს გამართულ პანრუსულ ღონისძიებას „კინოს ღამე“.ამის შესახებ TASS რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „კინოს ღამეში“ რუსეთის გარდა BRICS-ისა და დსთ-ს 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია გზავნილში. ღონისძიება ტრადიციულად ეძღვნება რუსული კინოს დღეს, რომელიც აღინიშნება 27 აგვისტოს.
„ამ ღონისძიებას ზედიზედ 9 წელია ვმართავთ, მთელი რუსეთი ვიკრიბებით ეკრანების წინ, კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე. ამ დროის განმავლობაში “კინოსღამე” ნამდვილ ოჯახურ დღესასწაულად იქცა”, – განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ პრესსამსახურში. წყაროს ცნობით, ფილმები ნაჩვენები იქნება ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ეგვიპტეში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. “კინოს ღამის” საზეიმო გახსნა 24 აგვისტოს, მოსკოვის გამარჯვების მუზეუმის კინოთეატრ “პოკლონკაში” გაიმართება.