სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. სომხეთმა შეიძლება დაიკვეხნოს მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული ეკლესიებითა და მონასტრით, რომლებიც მდებარეობს უსასრულოდ თვალწარმტაც ადგილებში, ნათქვამია The Collector-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ავტორი ლაურა პატარა აღნიშნავს, რომ ქვეყანა შვიდი ათწლეულის მანძილზე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და ათასწლეულების მანძილზე კონფლიქტის ცენტრში იყო მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.
„აღმოაჩინე უძველესი წარმართული ტაძრები, შუა საუკუნეების ქრისტიანული მონასტრები, საბჭოთა ეპოქის ძეგლები და მემორიალები და მიხვდები, რატომ ითვლება სომხეთი ისტორიულ ცენტრად“,- წერს ლაურა პატარა.
ის ახსენებს 10 ისტორიულ ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
სომხების გენოციდის მუზეუმი, ერევანი
დედა სომხეთის ძეგლი, გამარჯვების პარკი, ერევანი
გარნის წარმართული ტაძარი
გეღარდის მონასტერი
ტათევის მონასტერი და მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო
ხორ ვირაპის საეკლესიო კომპლექსი
სევანის ტბა და სევანავანკის ეკლესია
ორბელიანების სასტუმრო
არენი-1 გამოქვაბულის კომპლექსი
ძველი ქალაქი დილიჯანი