საზოგადოება

ჯერმუკი, კონიაკი და ახლა მარწყვი: შემდეგი რა იქნება?

რუსული საჯარო გვერდები იუწყებიან, რომ საშიში პესტიციდი ტებუკონაზოლი სავარაუდოდ აღმოაჩინეს სომხეთიდან შემოტანილ მარწყვში, რომელიც გასაყიდად იყო განკუთვნილი ქალაქ მოსკოვის, მოსკოვის ოლქისა  და ტულას რეგიონებში.

Mash-ის ინფორმაციით, პესტიციდები „აღმოჩენილია“ ოთხტონიან ტვირთში, რომელიც შესამოწმებლად 21 აგვისტოს შეირჩა. ნიმუშში შემოწმდა პესტიციდების ტრიფლოქსისტრობინის და ტებუკონაზოლის რაოდენობა.

მანამდე როსელხოზნადზორმა სომხეთიდან ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ხუთჯერ მეტი გადაჭარბება  “იპოვა”.  16 მიმწოდებლის საქონლის იმპორტი აიკრძალა.

აღსანიშნავია, რომ თავად Mash-ი აღნიშნავს, რომ პესტიციდები „აღმოაჩინეს“ სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნების Eagle Partner 2024-ისთანავე. უდავოა, რომ რუსეთი ერევანზე ეკონომიკურ ზეწოლას იყენებს.სომხური ხილისა და ბოსტნეულის ეკოლოგიურობაში ეჭვის შეტანა არ ღირს.

ნახეთ მეტი
Back to top button