პოლიტიკა

სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის მე-10 პაკეტი

1 სექტემბერს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა მონაწილეობა მიიღო პრაღაში “GLOBSEC” კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ განხილვაში  «Armenia and the EU: Priorities, Partnerships, and Paths Forward».

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, საერთაშორისო საზღვრებისა და დემოკრატიის დაცვისკენ მიმართული დივერსიფიკაციის მნიშვნელობას.

ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში ვაჰან კოსტანიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობის მყარ საფუძვლებს და ხაზი გაუსვა პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პერსპექტივების არსებობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ევროკავშირის პლატფორმაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ მოვლენებსაც

მინისტრის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესზე საუბრისას, ვაჰან კოსტანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მე-10 პაკეტი. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა მშვიდობის დამყარებისთვის სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა სომხეთის  მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა, გახსნას რეგიონული კომუნიკაციები სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ურთიერთგაგებისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ნახეთ მეტი
Back to top button