საერთაშორისო

არაკონკურენტული, ძირითადი თავისუფლებების დარღვევით  –  საერთაშორისო დამკვირვებლები აზერბაიჯანის არჩევნების შესახებ

აზერბაიჯანის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისას  ამომრჩეველს არ შესთავაზეს  რეალური პოლიტიკური ალტერნატივა და ის ჩატარდა საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მკაცრად ზღუდავდა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და მედიას, თუმცა ის კარგად იყო ორგანიზებული, ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და გრძელვადიანი რეკომენდაციები უპასუხოდ დარჩა. .

 „ეს არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში, რამაც გამოიწვია პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობა დაბალი დონის კამპანიასთან ერთად, რაც ძირს უთხრის საარჩევნო პროცესს“, – თქვა მაიკლ კრიდმა, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის წარმომადგენელთა დომინირება, ისევე როგორც ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების დაშვების შეზღუდვა ეწინააღმდეგება გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის პრინციპებს, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების საფუძველია“, – აღნიშნა კრედმა.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება ეფექტურად წარიმართა, კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს 34 ქვეყნიდან 279 დამკვირვებელი ადევნებდა თვალს.

მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით პარლამენტში უმრავლესობას შექმნის.

ნახეთ მეტი
Back to top button