30 აგვისტოს სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან ავარიული გამორთვის რეჟიმში გაითიშა და მეორე დღეს სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა. ოფიციალური განმარტებით, ავარიული გაჩერების მიზეზი ელვა გახდა, გათიშვა კი უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირებასა და სწრაფ რეაგირებას ადასტურებს. მიუხედავად ამ განმარტებებისა, მომხდარს განსხვავებული შეფასებები და კომენტარები მოჰყვა. „რადიოლურმა“ დღეს „ატომური ელექტროსადგურის“ გენერალური დირექტორისა და სპეციალისტებისგან განმარტებები მოისმინა.
ატომური ელექტროსადგური მუშაობს უსაფრთხო რეჟიმში, რადიაციული უსაფრთხოების პრობლემები არ არის. ამის შესახებ “რადიოლურთან” საუბარში ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა ედუარდ მარტიროსიანმა განაცხადა. 30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე, ცნობილი გახდა, რომ ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გათიშული იყო ავარიული გამორთვის რეჟიმში, გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ გამორთვის მიზეზი იყო, ელვის დარტყმა, მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში, სამინისტრომ აცნობა, რომ ავარიული გამორთვის შემდეგ ატომური ელექტროსადგური “ხელახლა დაუკავშირდა ენერგოსისტემას”.
ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი ედუარდ მარტიროსიანი: „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ელვის გამო ამუშავდა უსაფრთხოების ერთ-ერთი სისტემა, მოხდა ავარიული გაჩერება, სისტემამ საგდური გადაიყვანა უსაფრთხო რეჟიმში. გარკვეული შემოწმების გავლის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა“.
უსაფრთხოების სისტემები უკიდურესად მგრძნობიარეა და რეაგირებს ნებისმიერ სიტუაციაზე“, – ნათქვამია ტერიტორიული მართვის სამინისტროს განცხადებაში.