საზოგადოება

ბელორუსის მოთხოვნით სომხეთში დაკავებული დიანა მოისენკო გაათავისუფლეს –  მან თავშესაფარი მოითხოვა

ბელორუსის მოთხოვნით სომხეთში დაკავებული დიანა მოისეენკო გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყანას ჯერჯერობით არ  ტოვებს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს განუცხადა.

მოისეენკო საქართველო-სომხეთის საზღვარზე 2 სექტემბერს დააკავეს, რის შემდეგაც ის ქალაქ ნოემბერიანის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. „ერთ ოფისში მიმიყვანეს, მერე მეორეში, მითხრეს, რომ ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება არ აქვთ. როგორც მივხვდი, მოვიდა ოპერატორი და მითხრა, რომ ძებნილი ვარ. ადგილობრივ პოლიციაში წამიყვანეს. იქ ოქმს მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ სასამართლომდე 72 საათით აკავებენ. ბუნებრივია, შოკში ვიყავი“, – თქვა მან.

მისი თქმით, ის იმავე დღეს გაათავისუფლეს, 3 სექტემბერს კი ერევანში ადვოკატთან წავა. „თეორიულად არ შეუძლიათ ჩემი ექსტრადიცია, მაგრამ მეშინია, რომ ბელარუსიდან უშიშროების ძალები მოვიდნენ და წამიყვანონ. არ ვიცი რამდენად რეალურია ეს. ამიტომ, მე უკვე შევიტანე განცხადება სომხეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით“, – განაცხადა მოისეენკომ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 342-ე მუხლით („საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ან მათში აქტიური მონაწილეობა“ ქმედებების ორგანიზება და მომზადება. საქმეში 150 გვერდია, დეტალები მისთვის უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button