საერთაშორისო

ირაკლი კობახიძე – საქართველოში მშვიდობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ უკვე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში, მას გაუყინეს თანხები

არავითარი ანტიდასავლური რიტორიკა სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან, – ამის შესახებ როგორც 1TV წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს სამართლიანი არჩევნების მიერ წინასაარჩევნო გარემო შეფასებაზე, სადაც საუბარია „ამომრჩევლის მოსყიდვაზე, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლაზე, პოლარიზებულ გარემოზე, მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე“.

„ერთ-ერთი მაინც დაასაბუთეთ, რომელია სერიოზული. ამ ორგანიზაციამ გააყალბა ხმების პარალელური დათვლის შედეგები (PVT) რაზეა საუბარი? ახლა დაასაბუთეთ, აქედან ერთი თუ მაინც არის სერიოზული. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. არჩევნები არის დაწყებული, აბა, სად არის წაშლილი ზღვარი, რით საბუთდება წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის? რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, არავითარი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან. მაგალითად, სანქციებით როცა გვემუქრებიან, თან რის გამო? სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, მეტი სალაპარაკო ხომ არაფერი აქვთ, არ უნდა დაიცვა შენ თავი? რა შუაშია ანტიდასავლური რიტორიკა. ეს არაფერ შუაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას როგორც პოლიტიკური, ისე სახელმწიფო თანამდებობა აქვს და პარტიასა და სახელმწიფოს შორის არავითარი წაშლილი ზღვარი არ არსებობს.

„მე მაქვს პოლიტიკური თანამდებობა, მაქვს სახელმწიფო თანამდებობაც, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. არავითარი წაშლილი ზღვარი ეს არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button