რუსეთი ხელს უშლის სომხეთს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში – “სამოქალაქო ხელშეკრულება”
სომხეთი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გზაზეა და ამ საქმეში ევროპა გვეხმარება, რუსეთი კი გვიშლის ხელს. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში პარლამენტის მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატმა ჰაკობ ასლანიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსეთს სურს თავისი ძალაუფლების შენარჩუნება სომხეთში, მიიღოს ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და დახუროს ყველა საკითხი. „რუსეთს არ სურს სომხეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დანახვა, ევროპა კი ამბობს, რომ დაგვეხმარება მისი დაარსების პროცესში. ეს არის მთელი განსხვავება. ერთი გვეხმარება, მეორე კი გვიშლის“, – დასძინა მან.
ასლანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი არის ძალიან პატარა ფიგურა, რომელსაც არ ესმის, რომ ის უბრალოდ სათამაშოა სხვების ხელში. „ალიევი ახორციელებს თურქეთისა და რუსეთის გეგმებს და არ მგონია, რომ დამოუკიდებლად აწარმოოს პოლიტიკა. მისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ ასეთი პოლიტიკის გატარებას, ამიტომ ზეწოლას ახდენენ ჩვენზე. კერძოდ, ეს ეხება რუსეთს, რომელსაც არ სურს ჩვენი გაშვება“, – აღნიშნა დეპუტატმა.