სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვაიოც ძორის რეგიონში, ჯერმუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, ელექტროენერგიით მომუშავე თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთში ასეთი თვითმფრინავების ბუმია მოსალოდნელი.
პრემიერის თქმით, მათი გამოყენება შესაძლებელია რეგიონთაშორისი გადაზიდვებისთვის.
„ახლა თუ არა, რამდენიმე წელიწადში მათი სერიული წარმოება დაიწყება. ასეთი თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას 10-12 მეტრი დასჭირდება. ჩვენ უნდა ავაშენოთ მოკლე ასაფრენი ბილიკები“, – თქვა მან.
აღინიშნა, რომ ამ მიზნით შვეულმფრენებიც არის, მაგრამ ძვირია.
მოგვიანებით ფაშინიანმა გამოასწორა, რომ ელექტროთვითმფრინავებს აფრენისთვის 50 მეტრი სჭირდება, ხოლო დასაფრენად 30 მეტრი.
„რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ ამ კომპანიას, ვთქვათ, რომ თქვენი პროდუქტით ვართ დაინტერესებული. თავიდან, რა თქმა უნდა, ძვირი დაჯდება. გვაქვს სისიანის აეროპორტი, ჯერმუკის აეროპორტი, გავარის, სტეფანავანის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ 4 ასაფრენი ბილიკი აეროპორტის სტანდარტული ასაფრენი ბილიკის ფასად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ტმი მინისტრმა გნელ სანოსიანმა დასძინა, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ყველა საავიაციო კომპანიას უთხრა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ამ დარგისთვის 2027 წელს.