ანალიტიკა

რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა: რას ითხოვს კრემლი ოკუპირებული რეგიონისგან და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს სანქცია?

,,ამბები.გე” წერს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­კო­ვი აფხა­ზე­თის­თვის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას გეგ­მავ­და მა­ნამ, ვიდ­რე აფხა­ზუ­რი მხა­რე არ შე­ას­რუ­ლებს გარ­კვე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს – მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერთ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რუსი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლას, კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის (აპარ­ტა­მენ­ტე­ბის) ბა­ზარ­ზე რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას. 3 სექ­ტემ­ბერს,. სერ­გეი შამ­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან რუ­სეთ­მა შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და­ი­წყო და გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია. “1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ი­წყო. გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ეხე­ბა ექი­მებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს და სხვა. ეს აშ­კა­რად პირ­ვე­ლი ასე­თი ნა­ბი­ჯია“, – ცი­ტი­რებს აფხა­ზუ­რი მე­დია შამ­ბას.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს ასე­ვე უთხრა – მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა”აფხა­ზე­თის ლი­დე­რი“ ას­ლან ბჟა­ნია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის თა­ო­ბა­ზეო.

ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

– რუ­სეთს იმე­დი ჰქონ­და, რომ დღე­ვან­დე­ლი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია შე­ას­რუ­ლებ­და იმ პი­რო­ბებს, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რა 2020 წელს ნო­ემ­ბერ­ში. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სულ ჯამ­ში 45 პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბო­და, რომ­ლი­და­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ამ სა­კითხს ამა­სო­ბა­ში წა­მო­ე­წია ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბი­სა და აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბა­ში არ შე­დი­ო­და. რო­გორც ვხე­დავთ, ბჟა­ნია ვერ­ცერთ სა­კი­თხში ვერ უწევს სტრა­ტე­გი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მოს­კოვს, ამი­ტომ ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა… ის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც, ბევ­რს აქვს უკვე ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მის სურ­ვი­ლი, რა­ზეც მოს­კო­ვი ნერ­ვი­უ­ლობს, რად­გან ძნე­ლია გან­სა­ზღვრო ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი თუ არა ბჟა­ნია, ამი­ტომ მი­მარ­თეს შემ­დეგ ხერ­ხებს, – აი­ძუ­ლონ ბჟა­ნია, რომ რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი მა­ინც გა­დად­გას მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტის დე ფაქ­ტო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

რუ­სეთ­მა მსგავ­სი პი­რო­ბე­ბი ბლო­მად ჩადო იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო დას­ჯის მიზ­ნით არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის არ შეს­რუ­ლე­ბა აა­მუ­შა­ვა რუ­სეთ­მა…

– რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ აფხა­ზე­ბი?

– შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ წელს აფხა­ზეთ­ში კარ­გად ჩა­ი­ა­რა სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­მა, ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტი იყო ჩა­სუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა შე­ი­ტა­ნეს, რის გა­მოც მგო­ნია, რომ შიმ­ში­ლით არ მოკ­ვდე­ბი­ან. აფხა­ზე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ გან­წყო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, რა­საც ვუს­მენ ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებ­ზე და ვკი­თხუ­ლობ გა­ზე­თებს, იქ ამ­ბო­ბენ რომ უნდა მო­ით­მი­ნონ.

ეს თუ დიდ ხანს გაგ­რძელ­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ აფხა­ზეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბა უფრო გა­იზ­რდე­ბა, რაც რუ­სეთს არ აწყობს. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ხოლო უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში მა­ლე­ვე მოხ­სნის რუ­სე­თი ამ სან­ქცი­ას. ხალ­ხი სულ არ ანაღ­ვლებთ, მაგ­რამ მათ არ სჭირ­დე­ბათ ამ ეტაპ­ზე აფხა­ზებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა.

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

ნახეთ მეტი
Back to top button