კულტურა
Monsieur Aznavour. აზნაურის ბიოგრაფიული ფილმის თიზერი გამოქვეყნდა
საფრანგეთში 3 სექტემბერს გამოქვეყნდა ფილმის Monsieur Aznavour-ის ტიზერი, რომელიც ცნობილი ფრანგი-სომეხი მომღერლის შარლ აზნაურის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ფილმის რეჟისორები არიან გრანდ მალადა (ფაბიენ მარსო) და მედი იდირი. დიდ შანსონიეს ასრულებს ტაჰარ რაჰიმი.
ფილმის Monsieur Aznavour გადაღებები განხორციელდა პარიზში.
როლებს ასრულებენ ჰოვნატან ავედიკიანი (მიშა აზნავურიანი), მარი-ჟული ბაუპი (ედიტ პიაფი), ბასტიენ ბუიონი, ლიონელ სესილიო, ნარინე გრიგორიანი (ქნარი, შარლის დედა) და ტიგრან მხითარიანი.
ფილმი 2024 წლის შემოდგომაზე გამოვა. ის აზნაურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.