პოლიტიკა
ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი საფრთხე ირანის „წითელი ხაზია“. აბას არაღჩი
ნებისმიერი საფრთხე ჩვენი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ან საზღვრების შეცვლა აბსოლუტურად მიუღებელია და ირანისთვის „წითელი ხაზია“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თავის X მიკრობლოგზე.
„რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ არის მხოლოდ უპირატესობები, ისინი არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ან საზღვრების შეცვლა აბსოლუტურად მიუღებელია და ირანის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.