პოლიტიკა

BRICS-ის სამიტზე სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ნიკოლ ფაშინიანის დონეზე

NEWS.am-ის ცნობით, სომხეთი BRICS-ის სამიტში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დონეზე მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთი მონაწილეობას მიიღებს როგორც BRICS-ის სამიტში, ასევე დსთ-ს არაოფიციალურ სამიტში.

შეგახსენებთ, რომ BRICS-ის ყოველწლიური სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების არაოფიციალური სამიტის ჩატარება იგეგმება მოსკოვში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის წინა დღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button