პოლიტიკა

სომხეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატში ახალი შეხვედრის თარიღი გადაწყვეტილია

“3+3” რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის (რედ. სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი+რუსეთი, ირანი, თურქეთი) ახალი შეხვედრის თარიღი გადაწყვეტილია.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ Sputnik სომხეთის კითხვის პასუხად განაცხადა.

„არის მკაფიო ვადა, დიპლომატიური არხებით გამოცხადდება“, – განაცხადა მან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი ამჯერად თურქეთი იქნება.

3+3 საკონსულტაციო პლატფორმის პირველი სესია 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. იმ დროს სესიაში სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ. საქართველომ უარი თქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე. პლატფორმის მეორე სესია 2023 წლის ოქტომბერში გაიმართა. სხდომა ირანის დედაქალაქ თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა. საქართველო  პლატფორმის მეორე სესიაზეც არ მონაწილეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button