უცვლელი პოზიციები და სტრატეგიული ინტერესების დაცვა. ირანის პოზიცია „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხთან დაკავშირებით
სრ უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანსა და ირანის ელჩს მეჰდი სობჰანს შორის გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებაზე. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო საზღვრების უცვლელობას და ირანის მხარდაჭერას მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო და უცვლელია, რამაც თეირანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობაც კი გამოიწვია, რაც ეჭვქვეშ აყენებს რუსეთ-ირანის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერას.
სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მეჰდი სობჰანთან შეხვედრაზე სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი უაღრესად აფასებს ირანის მხარდაჭერას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ოფიციალური ინფორმაციით, გრიგორიანმა ასევე ხაზი გაუსვა.
„სომხეთისა და ირანის საზღვარი არის მშვიდობის, მეგობრობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების საზღვარი. სომხეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ვერც ერთი ძალა ვერ გაწყვეტს ტერიტორიულ კავშირს ირანსა და სომხეთს შორის“.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ბლოკადის ნებისმიერი მოხსნა იქნება სომხეთის შიდა ინსტიტუტების და მისი ეროვნული და ტერიტორიული სუვერენიტეტის კონტროლის ქვეშ. ეს პოზიცია სრულად შეესაბამება ირანის მიდგომას, რომელსაც ასევე ამტკიცებს ირანული მხარე.
ბოლო დროს ირანი უფრო ხშირად აფიქსირებს თავის პოზიციას საერთაშორისო საზღვრების უცვლელობის შესახებ სხვადასხვა დონეზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის მკაფიო იყო: თეირანი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტს, არამედ ამ საკითხს რეგიონის უსაფრთხოების საკითხადაც განიხილავს.
როგორც ირანელი, ასევე სომეხი ირანოლოგები აღნიშნავენ, რომ ირანისთვის „ზანგეზურის დერეფნის“ იდეა არ არის მხოლოდ ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტი, არამედ გამოწვევა მისი ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული გავლენისთვის.
ირანიოლოგი პუია ჰოსეინი. „ირანი ყველა პლატფორმაზე ცდილობდა გაფრთხილებას, დიდ ძალისხმევას ხმარობდა თავის დიპლომატიურ პლატფორმებზე, ცდილობდა მესიჯების გაგზავნას სამხედრო წვრთნების საშუალებით და ყველა სცენარი ირანის მაგიდაზეა. და ირანი მზად არის ყველა სცენარისთვის. ირანისთვის ასეთი დერეფანი მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ასეთი დერეფნის შექმნას“.
ამის შესახებ დღეს ირანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ჰასან ქაშქავმა სააგენტო Mehr-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიუნიქის ტერიტორიაზე შექმნილი ნებისმიერი დერეფანი ზიანს აყენებს რეგიონის სტაბილურობას და საზღვრების უცვლელობის პრინციპს.
„სომხეთის პირდაპირ სასაზღვრო კავშირს რამდენიმე ათასი წლის ისტორია აქვს და მას პატივი უნდა სცეს ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთის მთავრობამ. ჩვენ ყველამ ყურადღება უნდა მივაქციოთ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და საერთაშორისო საზღვრების აღიარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან გასაკვირია ისეთი ქვეყნის პოზიცია, როგორიც რუსეთია „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და ყველა სხვა ქვეყანა შეეცდებიან ნაყოფიერი ქმედებები განახორციელონ ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისა და საერთაშორისო საზღვრების აღიარების ფარგლებში“, – განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა.
სააგენტო Tasnim-თან საუბარში ირანის უსაფრთხოების საბჭოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ფადჰოსეინ მალეკიმაც ისაუბრა რუსეთის საკამათო პოზიციაზე „ზანგეზურის დერეფნის“ მიმართ და გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთმა ირანის მიმართ საკამათო პოლიტიკა გაატარა და მხარი დაუჭირა ე.წ. “ზანგეზურის დერეფნის” იდეას.
„ვწუხვარ რუსეთის ასეთი პოლიტიკის გამო. ირანი მოელის, რომ მოსკოვი თავიდან აიცილებს პარადოქსულ ქცევას თეირანთან ურთიერთობაში. „თეირანი „გადამწყვეტ ნაბიჯს“ გადადგამს, თუ საფრთხეს დაინახავს თავის საზღვრებზე“, – განაცხადა მალეკიმ.
ირანის ყოფილმა ელჩმა ბაქოში დაინახა მოსკოვის პოზიციის ახსნის აუცილებლობა. საინფორმაციო სააგენტო Mehr-თან ინტერვიუში ირანელმა პოლიტიკურმა ექსპერტმა და ყოფილმა დიპლომატმა მოჰსენ პაკაიმ ხაზი გაუსვა რუსეთის პოზიციის დაზუსტების აუცილებლობას და დასძინა, რომ დასავლური მედია ამ თემას რუსეთ-ირანის ურთიერთობების ძირის გამოთხრისთვის იყენებს.
„რუსეთის პოზიცია უნდა დაზუსტდეს პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ. ახლა გაჩნდა მოსაზრება, რომ პუტინის კომენტარების შემდეგ გაიხსნება „ზანგეზურის დერეფანი“ და მაშინვე შეიცვლება ირანის საზღვარი და ქვეყანას რუსეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები შეექმნება“, – განაცხადა ბაქოში ირანის ყოფილმა ელჩმა.
ამ მოვლენების კონტექსტში რუსეთ-ირანის ურთიერთობებში დაძაბულობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთ-ირანის სტრატეგიული ურთიერთობები საეჭვო ხდება და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ირანიოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, სოსი თათიკიანის დაკვირებით: „ჩვენ ვხედავთ ძალიან რადიკალურ ცვლილებას ამ ნარატივში. ირანმა საკმაოდ მკაცრი ტონით განაცხადა, რომ ირანის ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ მიუღებელია. რუსეთსა და ირანს შორის ასეთ დიდ წინააღმდეგობას პირველად ვხედავ. ის პირველად კინაღამ უპირისპირდება რუსეთს ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ სახელწოდებით კონცეფციასთან დაკდავშირებით.
რუსული მედიის ცნობით, თუმცა, რუსეთში ირანის ელჩმა კაზემ ჯალალიმ დაარწმუნა, რომ გაურკვეველი განცხადებების მიუხედავად, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას გამოიწვევს.
,,მასპინძელი მხარე იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი პირველი ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას“.
ამასთან, ირანის ელჩმა რუსეთში არ გამორიცხა დოკუმენტის ხელმოწერის გაჭიანურება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.