პოლიტიკა

ამერიკული კომპანია სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში კვლევებს აწარმოებს

სომხეთში ბირთვული ენერგიის წარმოების თანამედროვე წყაროს მშენებლობისკენ მიმართული კვლევები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს, შედეგების შეჯამების მაქსიმალური ვადა 2025 წლის გაზაფხულია, ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული კომპანიის სპეციალისტები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანთან თანამშრომლობით ახორციელებენ

“ARMENPRESS”-ის  კორესპონდენტის თქმით, ამ ფაზაში მიმდინარეობს სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.

„ამ სამუშაოებს აშშ-ის მთავრობის დაკვეთით და სომხურ მხარესთან თანამშრომლობით ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული კომპანია ახორციელებს. სამუსაოების ჩატარების კზანია გარკვეული იქნას ამერიკელი მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული მცირე მოდულური ქარხნებიდან რომელია ტექნოლოგიურად ყველაზე შესაფერისი სომხეთის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. კვლევების დასრულება არაუგვიანეს 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება“, – განაცხადა ჰაკობ ვარდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button