მთავარიპოლიტიკა

თუ თურქები პოლიტიკურ ნებას გამოიჩენენ, ხვალ შეიძლება სრულად მოწესრიგებული ურთიერთობა გვქონდეს  –   რუბინიანი

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ მშფოთვარე ისტორიული წარსული არის მიზეზი იმისა, რომ სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, სომხეთის ყველა მთავრობისთვის ისტორია არ ყოფილა ურთიერთობების მოწესრიგების სტრატეგიის საფუძველი. ამის შესახებ დღეს, 10 სექტემბერს, „ერევნის დიალოგის“ საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარემ, სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხებში რუბენ რუბინიანმა აღნიშნა.

„სომხეთი ყოველთვის ღია იყო ურთიერთობების დასარეგულირებლად და საზღვრების გასახსნელად. ჩვენ ახლა მზად ვართ. თუკი ჩვენი თურქი მეზობლები გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას, ხვალ შეგვიძლია სრულად მოწესრიგებული ურთიერთობა გვქონდეს.

რაც შეეხება კომუნიკაციებს, სამხრეთ კავკასია ცნობილია თავისი ჩაკეტილი საზღვრებით. ეს ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ა.შ. ვფიქრობ, ახლა გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასია ჩიხიდან გადავაქციოთ გზაჯვარედინად, მშვიდობის გზაჯვარედინად. ჩვენი პოზიციაა, რომ კომუნიკაციები არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკური კონკურენციის ტყვედ, არამედ, ის უნდა იქცეს  ნეგატიური დინამიკის შეცვლისა და მშვიდობისა და თანამშრომლობის დამყარების საშუალებად“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button