ლორი, სევანი, დილიჯანი და წაღკაძორი სომხეთში ჩამოსული ტურისტების სასურველი მიმართულებებია
სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან მიღებული მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სომხეთში ტურისტების ვიზიტების საერთო რაოდენობამ დაახლოებით 237 ათას 600 შეადგინა.ამის შესახებ ტურიზმის კომიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანუშ ბაბაიანმა “ARMENPRESS“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ინდექსი წინა თვესთან, ივნისთან შედარებით, დაახლოებით 31 პროცენტით არის გაზრდილი და თუ შევადარებთ წინა წლის ივლისს, არის კლება 6-7 პროცენტით: „ამჟამად გვაქვს იანვარ-ივლისის შეჯამებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სომხეთში ტურისტების ვიზიტების რაოდენობამ დაახლოებით 1 მილიონ 184 ათასი შეადგინა.წინა წლის შვიდ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 6 პროცენტით არის შემცირებული. რუსეთის ფედერაცია, საქართველო, ირანი, აშშ, ეს ქვეყნები არის ჩვენი ძირითადი ტურისტული ბაზარი“, – განაცხადა მან.