საერთაშორისო

ნიკა ობოლაძე – დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ერთადერთი, რაც მათ სურთ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. ცნობას „ინტერპრენიუსი“ ავრცელებს.

კერძოდ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანი ნიკა ობოლაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” განცხადებას, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენელთა ჩამოსვლა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაა.

მისი თქმით, საქართველოს მოკავშირე პოლიტიკოსების ყურადღება და არჩევნებზე ყოფნა მნიშვნელოვანია:

“ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, პოლიტიკოსებს, ერთადერთი, რაც სურთ, ეს არის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ისინი ათწლეულობის მანძილზე საქართველოს ეხმარებოდნენ ასეულობით მილიონი დოლარით, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, ამიტომ, მათი ყურადღება, მათი დაკვირვება, თუნდაც არჩევნებზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ ჩვენს დასავლელ მეგობრებს აუცილებლად შევხვდებით, ისევე როგორც ადრე, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან მხარდაჭერასა და ყურადღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button