საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები სტუმრობდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ოთხი დღის განმავლობაში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 10-ზე მეტ კომპანიასა და მარანს ეწვივნენ და დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
„ჯგუფის შემადგენლობაში ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) იყო, რომელიც საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენის ProWein Dusseldorf ფარგლებში, ტონი ასკიტისმა სამი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია „ქართული ღვინის დღე“ გამართა. ტონი ასკიტისი ქართული ღვინოების მრავალფეროვნებაზე საუბრობს და ქვევრის ღვინის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% შეადგინა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.