თბილისში გაიმართა აქცია ალიევის მიერ დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ექსტრადიცირების წინააღმდეგ
თბილისში, საქართველოს მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა ამ ქვეყანაში დაკავებული აზერბაიჯანული ტელეკომპანია Azel TV-ის ხელმძღვანელის აფგან სადიგოვის მხარდასაჭერად. სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ აზერბაიჯანულ მედიას აცნობა, რომ აქციაში ადგილობრივი დამოუკიდებელი ჟურნალისტები და აქტივისტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანში სადიგოვის ექსტრადირებას აპროტესტებდნენ.
„თუ საქართველოს ხელისუფლება ჟრნალისტს გადასცემს, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეასრულებენ აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმის ბრძანებას“, – განაცხადა სადიგოვამ. მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში 300-ვე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ. 4 აგვისტოს თბილისის სასამართლომ Azel.TV-ის ჟურნალისტ აფგან სადიგოვის 2 თვით პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მისმა მეუღლემ სადიგოვის დაკავების შესახებ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ეს მისი და მისი შვილების თვალწინ მოხდა, როცა სახლიდან ერთად გავიდნენ. ქალი თვლის, რომ საქართველოს პოლიციამ მისი ქმარი აზერბაიჯანის ხელისუფლების დავალებით დააკავა.
„ვინც ის დააკავა, პოლიციის ფორმა არ ეცვათ და შემდეგ ჩაიცვეს. აფგანი ხელბორკილებით წაიყვანეს, დამნაშავესავით და ჩასვეს შავ მანქანაში“, – განაცხადა ქალმა.
18 ივლისს სადიგოვს თბილისის აეროპორტში ანკარაში გაფრენის უფლება არ მისცეს. ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. სადიგოვის თქმით, მას უთხრეს, რომ აზერბაიჯანის გარდა სხვა ქვეყანაში ვერ წავა.
ჟურნალისტი საქართველოში გასული წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი სამკურნალოდ საქართველოში წავიდა, თუმცა მუქარის გამო აზერბაიჯანში არ დაბრუნებულა. ის ადრე 2020 წლის მაისში იყო დაკავებული გამოძალვის ბრალდებით. 2020 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 6 წლამდე შეამცირა, უზენაესმა კი 4 წლამდე. ის 2022 წლის მაისში შეიწყალა. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა სადიგოვი პოლიტპატიმრად აღიარეს.