ირანი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ თახტ რავანჩიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პრინციპული პოზიცია საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ.
„ცოტა ხნის წინ მივესალმე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანის სატელეფონო ზარს. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი დიდი სურვილი, გავამყაროთ ურთიერთობები ყველა მეზობლთან. მე ასევე დავაფიქსირე ჩვენი პრინციპული პოზიცია საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. მე სიამოვნებით დავთანხმდი მის მოწვევას ერევანში მოსანახულებლად“, – თქვა მაჯიდ თახტ რავანჩიმ X-ში თავის პოსტში.
ხუთშაბათს ვაჰან კოსტანიანმა თახტ რავანჩის ახალი დანიშვნა მიულოცა.
„ჩვენ ვაფასებთ ირანის მხარდაჭერას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, აზრები გავცვალეთ უახლეს მოვლენებზე“, – წერს კოსტანიანი X-ში სატელეფონო საუბრის შემდეგ.