საზოგადოება

15 ნოემბრიდან კვირაში 2-ჯერ შესრულდება პირდაპირი რეისები ერევანი-ნიუ დელი

15 ნოემბრიდან სომხეთსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები ამოქმედდება. ამის შესახებ ავიაკომპანია „Armenian Airlines“-ის ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ.

ფრენები კვირაში ორჯერ სამშაბათს და პარასკევს Airbus 321-200 თვითმფრინავით შესრულდება.

ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია ავიაბილეთები ერევანი-ნიუ დელის მიმართულებით. ფასი 75 ათასი დრამი.

ნახეთ მეტი
Back to top button