კულტურა
17 სექტემბერს თუმანიანის სახელობის პარკში პირველი საერთაშორისო ფესტივალი „Yerevan Classic Fest“ დაიწყება
ერევნის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17 სექტემბრიდან ახალი კულტურული პროექტი იწყება. სომხეთში პირველად გაიმართება სიმფონიური ორკესტრების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენ სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსები, სოლისტები და ბენდები.
თუმანიანის სახელობის პარკში 17-24 სექტემბერს გამართული ფესტივალის ფარგლებში ერევნის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი, სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის ორკესტრი და გუნდი, მსოფლიოში ცნობილი პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიური ორკესტრი და ლა სკალას აკადემიის თეატრი. კონცერტები იწყება 20:00 საათზე.
შესვლა თავისუფალია.