პოლიტიკა

ევროკავშირმა აზერბაიჯანს ქვეყანაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდა

ევროკავშირი ითვალისწინებს აზერბაიჯანის შესახებ საჯარო განცხადებას, რომელიც მიღებული იქნა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის ევროპის კომიტეტის (CPTEC) პლენარულ სესიაზე 2024 წლის ივლისში. ამის შესახებ ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვწუხვართ აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის ევროპის კომიტეტს(CPTEC)  შორის თანამშრომლობის ნაკლებობაზე და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას განაახლონ კონსტრუქციული დიალოგი კომიტეტთან.

ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადაწყვიტოს კომიტეტის განცხადებაში წამოჭრილი საკითხები მათი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის იმ ვალდებულებებისა, რომელზეც ხელი მოაწერა აზერბაიჯანმა,   როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ.

ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანში ბოლოდროინდელი დაპატიმრებებით, რაც გასული წლიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრებების  შემაშფოთებელ ტენდენციას კდევ უფრო ამძაფრებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button